მარია გაიდარმა სააკაშვილის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ოდესის გუბერნატორის მოადგილემ მარია გაიდარმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Depo.Одесса იუწყება.
როგორც გაიდარმა განაცხადა, ის მიხეილ სააკაშვილის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა და ახლა მისი მრჩეველის პოსტს იკავებს.
საქმე იმაშია, რომ „სახელმწიფო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, გაიდარი სახელმწიფო მოხელის თანამდებობაზე ვერ იმუშავებს, ვინაიდან მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
გაიდარი ასევე აცხადებს, როპ სააკაშვილის მრჩეველის თანამდებობაზე გადასვლის შემდეგ ის, როგორც აქამდე, სოციალურ და სამედიცინო საკითხებს გაუწევს კურირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები