ევროპაში მიმავალი 1250 დაღუპული მიგრანტი პირდაპირ გზაზეა დასაფლავებული

დაახლოებით 1250 მიგრანტი, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ, პირდაპირ გზაზეა დასაფლავებული. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ძირითადად, საუბარია ზღვაში დამხრჩვალ ადამიანებზე, ვისი ცხედრებიც ზღვამ გამორიყა და ისინი მეთევზეებმა აღმოაჩინეს. ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება აღიარებს, რომ ის ყველა დაღუპული მიგრანტის ვინაობას, მოხალისეების აქტიური დახმარების მიუხედავად, ვერ ადგენს. ევროპის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული ნავები ხშირად იძირება. კატასტროფების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება. ბოლო ასეთი შემთხვევა აპრილში მოხდა. ეგვიპტიდან ევროპისკენ მიმავალი ნავის ჩაძირვის შედეგად 400 ადამიანი დაიღუპა. დაღუპული ადამიანების უმეტესობა სომალის, სირიის და ეთიოპიის მოქალაქეები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები