თბილისში, ძლიერი კვამლის გამო, რამდენიმე ადამიანი სტაციონარში გადაიყვანეს

თბილისში, 31-ე ყოფილი საავიაციო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გაჩენილმა ხანძარმა, ძლიერი კვამლი გამოიწვია, რის გამოც, 4 პირი სტაციონარში გადაიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, პაციენტების გადაყვანა პრევენციის მიზნით მოხდა.
“ეზოში საბურავები და ნაგავი იწვოდა, რის გამოც ძლიერი დაკვამლიანება იყო. სტაციონარში გადაიყვანეს რამდენიმე პირი შემოწმების მიზნით. დაშავებული არავინ არაა, ხანძარი ლოკალიზებულია“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები