ავტოავარიის შედეგად 2 ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში გადავარდა

  სამი ავტომანქანის შეჯახებისას, ორი ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე მტკვარში გადავარდა. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახურიდან აცნობეს. შემთხვევა თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე N 5 -ში, დილის 4 საათზე მოხდა. სამი ავტომანქანის შეჯახებისას ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და მგზავრი მდინარე მტკვარში გადავარდნენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ახაგაზრდა მამაკაცები მდინარიდან ამოიყვანეს. ისინი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში მოათავსეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები