„პრაიმტაიმი“ „ნაციონალური მოძრაობის“ სავარაუდო საარჩევნო სიას აქვეყნებს
„პრაიმტაიმი“ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიის 30 სავარაუდო კანდიდატის ვინაობას აქვეყნებს.გამოცემის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სია ასე გამოიყურება:
1. დავით ბაქრაძე 2. გიორგი ქადაგიძე 3. ზაზა ბიბილაშვილი 4. რომან გოცირიძე 5.სალომე სამადაშვილი 6.ეკა ტყეშელაშვილი 7.ელენე ხოშტარია 8.გიორგი ვაშაძე 9.ნინო კალანდაძე 10.ლადო გურგენიძე 11.თინა ბურჯანაძე 12.ანი წითლიძე 13.სერგო რატიანი 14.ირაკლი აბესაძე 15.ნიკა მელია 16.დიტო ძანგიძე17.ოთო კახიძე 18.გიგა ბოკერია 19.დაშა დამენია 20. გიორგი ბოტკოველი 21.ბექა ბასილაია 22.კაკო ბობოხიძე 23.ზურაბ ჭიაბერაშვილი 24.გიორგი კანდელაკი 25.ირმა ნადირაშვილი 26.მიხეილ მაჭავარიანი 27.ლევან ვარშალომიძე 28.აკაკი მინაშვილი 29.გიგი წერეთელი 30.ხათუნა გოგორიშვილი.
როგორც სტატიიდან ირკვევა, აღნიშნული სია მიხეილ სააკაშვილთან ოდესაში შეთანხმდა. არსებული ინფორმაციით, რეალურად, სია სააკაშვილის კარნახით შედგა. ამისთვის ოდესაში გუბერნატორს ჯერ აკაკი ბობოხიძე ესტუმრა, მოგვიანებით კი – გიგა ბოკერია. უკან დაბრუნებულებმა კი „მიღწეული შეთანხმება“ საბჭოს გადაწყვეტილებად გაასაღეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სიის პირველ ათეულში სწორად ოდესის გუბერნატორის კარნახით მოხვდნენ: ლადო გურგენიძე – ყოფილი პრემიერი, ეკა ტყეშელაშვილი – ყოფილი ვიცე-პრემიერი, გიორგი ქადაგიძე – ეროვნული ბანკის ყოფილი ხელძმღვანელი.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე კვირის წინ დაპირისპირება მოხდა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ეკა ტყეშელაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ მიხეილ მაჭვარიანს შორის. როგორც ცნობილი გახდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეკა ტყეშელაშვილი სიაში მასთან შეუთანხმებლად ჩასვა, რასაც მისი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან – ლადო გურგენიძისგან და ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორისგან, გიორგი ქადაგიძისგან მიიღო. ბოლო ინფორმაციით კი, სიაში ყოფნაზე უარს აცხადებს იურისტი ზაზა ბიბილაშვილიც.
როგორც გამოცემა წერს, შესაბამისად, უკვე არსებული სია შეიკუმშა, რომლის შედეგადაც, მაგალითად, ნიკა მელიამ მეთხუთმეტედან მეორე ადგილზე გადმოინაცვლა. ინგა გრიგოლიას ინფორმაციით კი, სიის პირველი ოთხი ნომერი ცნობილია და ასე გამოიყურება:
1. დავით ბაქრაძე 2. ნიკა მელია 3. რომან გოცირიძე 4. სალომე სამადაშვილი.
„პრაიმტაიმი“ ზაზა ბიბილაშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რას გეგმავს ის თავის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით:
„ამ ეტაპზე მე არ ვარ სიაში. საბოლოო სია ჯერ არც არსებობს, შესაბამისად, არ იქნებოდა სწორი ჩემი მხრიდან, ამ ინფორმაციას გამოვხმაურებოდი. თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“ აღებული აქვს ვადა მაისის შუა რიცხვებამდე, როდესაც საზოგადოებას ამ სიას წარუდგენს. უბრალოდ, არ მინდა ამაზე საუბარი. პატივს ვცემ ჩემი კოლეგებისა და ჩემს ერთობლივ გადაწყვეტილებას და ამაზე წინასწარ არ ვსაუბრობ. ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს ამ დღეებში. რამოდენიმე ვერსია გაჟღერდა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანი სწორია, ან არასწორია. ამ ეტაპზე ჩემი საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული არ მაქვს“,- განაცხადა ბიბილაშვილმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.