რა კავშირი აქვთ ამოუხსნელ სექტასთან ცნობილი მსახიობების შვილებს

გაზეთი „პრაიმტაიმი“ იმ სკანდალური ადგილის შესახებ წერს, სადაც, სავარაუდოდ, ამოუხსნელი სექტის მქონე მოზარდები ბინადრობენ. ეს ადგილი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ყოფილი მორგის შენობაა.
„პრაიმტაიმი“ ამოუხსნელი სექტის სავარაუდო წევრი მოზარდის ოჯახის ახლობელს ესაუბრა. გოგონა რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და სამართალდამცველებმა იგი სხვა ქალაქში წამლებით გაბრუებული იპოვეს.
„ცნობილი მსახიობების შვილები და ცნობილი მომღერლების შვილები რომ გადმოხტნენ ფანჯრიდან, რატომ იმით არ დაინტერესდნენ. ასეთი ბავშვები უნდა მოძებნოთ რუსთაველზე, მორგი არის მიწისქვეშ და იქ იპოვით“,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ გაუჩინარებული გოგონას ახლობელმა.
ამასთან, „პრაიმტაიმმა“ იმ ადამიანის ჩაწერა მოახერხა, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ ყოფილი მორგის შენობაში იმყოფებოდა.
„ქვესკნელში ვიყავით. ლაბირინთი მორგია და ზუსტად იქ მივედით. ყელგამოჭრილი კატები დაგვხვდა და ბავშვებიც ვნახეთ. თვითონ ამ ბავშვზე არ უნდა ოჯახს საუბარი. უბრალოდ, ბავშვის სკოლის მეგობრებიც ამბობდნენ, რომ მას ხელები ჰქონდა დასერილი.
მერე თემა დაწერა, მასწავლებელს უთქვამს, შემზარა, ეს რა თემა დაუწერიაო. მერე სახლშიც მოიტანეს ეს თემა და საშინელებები ეწერა. ამ დაჯგუფებებში ყველაზე დიდები 13-14 წლისანი არიან. ყველა ბავშვი ჩვეულებრივად გვესაუბრება, კომუნიკაციაში შემოდიან. გარეგნობით ჩვეულებრივები არიან. ცოტა განსხვავებული იმიჯი აქვთ.
ყველა ბავშვს ჰქონდა ერთი პრობლემა, ოჯახი. ეს სექტა სხვა ქალაქებშიცაა, ბათუმშიც არიან და სხვა დიდ ქალაქებშიც. მე რაც მითხრეს, იმას ვამბობ. ერთი ბიჭი მომიყვა, რომ დავიღალე დედის აბაზანის კარებთან დგომითო. იმიტომ, რომ ან აბაზანაშია, ან სულ მეგობრებთანო, მე არ მაქცევს ყურადღებასო, ანუ ყველა მათგანი ოჯახის ყურადღების ნაკლებობას განიცდის. ამასთან, მატერიალური თვალსაზრისით გაჭირვებული ბავშვები იქ არ იყვნენ. ზოგს „დიზელის“ შარვალი ეცვა და სხვა მდიდრული ბრენდები.
თვითონ ყვებოდნენ, ოჯახში მშობლებთან ურთიერთობა ფულის საკითხით შემოიფარგლებაო. ამბობენ, რომ ორგანოებს ყიდიან, თუმცა ამბობენ, რომ ეს ძალიან ტაბუდადებული თემაა.
ჩვენ ასევე ე.წ. სატანისტების ლიდერს და მის შეყვარებულს შევხვდით. ეს გოგო მხოლოდ იმიტომ მოხვდა ამ წრეში, რომ მშობლებმა გადაწყვიტეს მისი სასულიერო სკოლაში შეყვანა და მეგობრებს ჩამოაშორეს. ორგანოებზე თქვეს, რომ თუ აღმოჩნდა, რომ ბავშვს არ ჰყავს პატრონი და არავინ აკითხავს, მაშინ ვყიდითო.
ყველაზე დიდი მოთხოვნა თირკმელზეაო. 150 ათასი დოლარი ღირსო. თუ ჭკვიანი ბავშვი აღმოჩნდებაო, მას აგიტაციისთვის იყენებენ და ჯგუფის წევრად აქცევენ. მაგრამ საყურადღებოა, რომ აქ ძალით მიყვანილი არავინ მინახავს. მათ გვითხრეს, რომ გავიგებთ, ბავშვი ცოცხალია თუ არაო. რიტუალი ჩაატარეს. ლიდერმა რაღაც სანთელი მოგრიხა, მერე თავი მოაგლიჯა, გადმოაფურთხა, კანკალი დაიწყო, პასუხი კი შემდეგი მივიღეთ, ბავშვი უგონოდ არის. არც აქეთ არის და არც იქითო. გოგონები, ვინც ისხდნენ, ფეხზე დაბალი რაღაცები ჰქონდათ. მე ვეკითხებოდი, შვილო, აქ რამე სტუდია გაქვთ-მეთქი? არაო, ჩვენ ბიბლიის მეორე მხარე გვაინტერესებს და მას ვსწავლობითო.
ლიდერი ამბობდა, ჩვენ მეტი სისხლი გვეკუთვნისო, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ყველაფერი გამოვიარეთ და სხვა იერარქიაზე ვართო. ჩვენც გვკითხეს, თქვენ რა სტატუსი გაქვთო, ვერ გაიგეს, თავიდან რატომ ვიყავით ამ ნანგრევებში“,- ყვება „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ქალბატონი.
სტატიის ავტორი მიწისქვეშეთში ნანახს ასე აღწერს: „უცნაური წარწერები: „ყველას ჩამოხრჩობა“ სამი 6-იანი და სხვა მსგავსი შინაარსის წარწერები უამრავია. თავად შენობა ძალიან ბნელი და დიდია. ოთახების რაოდენობა უამრავია და თითოეული მათგანის მიგნებას კარგად დაკვირვებული თვალი სჭირდება.
აშკარაა, რომ შენობა არაა მიტოვებული და მას ხშირად სტუმრობენ. ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ კონკრეტულ ოთახს ვაგნებთ, რომელიც სხვებისგან მკვეთრად განსხვავდება. ის დალაგებული და სუფთაა. გვხვდება ახლად ჩამქრალი ცეცხლის კვალი და სკამები.
აღნიშნული ოთახიდან ჭუჭყიან ლაბირინთში გავდივართ, სადაც გზა სპეციალურად დაწყობილი ქვებითაა გაკვალული. რამდენიმე ოთახში კატისა და ქათმის გვამებს ვპოულობთ. თუმცა, ეს, ბუნებრივია, მათ წამებაზე არ უნდა მეტყველებდეს. ყველაზე საინტერესო მიწისქვეშეთიდან ამოსვლის შემდეგაა.
იქვე, კიბეებს კიდესთნ, ახალგაზრდების ჯგუფი გვხვდება. ჩვენ მათთან მივდივართ და საუბრის გაბმას ვცდილობთ. კონტაქტზე ადვილად გამოდიან, თუმცა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მათგანის სხეულზე დაზიანების კვალს ვამჩნევთ, ფრთხებიან. 16 წლის გოგონას ხელები და გულმკერდი დანით, ან რაიმე ბლაგვი საგნით ჰქონდა დასერილი. როგორც თვითონ აცხადებს, ეს თავადვე ჩაიდანა და ისეთი არაფერია. გოგონა სკოლიდან გამოსულია და ოჯახთანაც არ აქვს კარგი ურთიერთობა. გოგოების ჯგუფიდან მხოლოდ ერთი აცხადებს, რომ ქვემოთ ნამყოფია და იცის, რა ხდება. მისი თქმით, იქ 4 სართულია და ახალგაზრდები ხშირად იკრიბებიან ხოლმე. სმენია მსხვერპლშეწირვაზეც, თუმცა ამბობს, რომ თავად მსგავს რიტუალში მონაწილეობა არ მიუღია. გოგონათა ჯგუფს კითხვები აფრთხობს და გარბიან“, – წერს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები