მიხეილ ჯანელიძე რუს კოლეგასთან შეხვედრას არ გამორიცხავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მინისტრი „კვირის პალიტრისთან“ ინტერვიუში აცხადებს და აღანიშნავს, რომ შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში, შესაძლებელია, ასეთი შეხვედრა შედგეს.
„რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, ვცდილობთ, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ საერთაშორისო დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგის ფორმატები, რათა მოხერხდეს რუსეთთან დაძაბულობის ხარისხის შემცირება, მთავრობამ გაატაროს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, უზრუნველყოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სტაბილური გარემოს შექმნა, რათა გატარდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ განვითარებას“, – აცხადებს მინისტრი.
მისივე განმარტებით, საგარეო უწყება აქტიურად მუშაობს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები