რუს ბაიკერებს პრაღის ცენტრში სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს

რუს ბაიკერებს პრაღის ცენტრში სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს. კლუბ “ღამის მგლების“ წევრებს ვაცლავის მოედანზე შეკრებილი ასობით დემონსტრანტი საპროტესტო შეძახილებით დახვდა.
აქციის მონაწილეებს ხელში უკრაინის, შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ნატოს დროშები ეკავათ და ბაიკერებს უკან დაბრუნებისკენ მოუწოდებნენ.
დემონსტრანტებმა პლაკატიც გაშალეს, რომელზეც ვლადიმერ პუტინი ჰიტლერს იყო შედარებული.
კლუბა “ღამის მგლების“ წევრები ნაციზმზე გამარჯვების აღსანიშნად რბოლას, მოსკოვი-ბერლინის მიმართულებით, ყოველწლიურად აწყობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები