ვინ მფარველობს ვანო ჩხარტიშვილს და რა აკავშირებს მას მთავარ პროკურორთან?

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ურთიერთობის თემით გაზეთი „ალია” ინტერესდება. გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ შეწყვიტა საქმის წარმოება მთავარმა პროკურატურამ ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ბადრი პატარკაციშვილის კომპანიების მიერ 2012 წლის ივნისში შეტანილ საჩივარზე.
პატარკაციშვილის კომპანიების წარმომადგენლები ვანო ჩხარტიშვილს აღნიშნული კომპანიების ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში ადანაშაულებდნენ. მაშინ მთავრმა პროკურატურამ დაადგინა, რომ აღნიშნულ დავაში არ არსებობდა სისხლის სამართლის დანაშაული და ის წარმოადგენდა სამოქალაქო დავის საგანს. თუმცა, ,,ალიას” ცნობით, 2012 წელს, ვანო ჩხარტიშვილმა პროკურატურაში დასაყრდენი მონახა, არჩილ კბილაშვილის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის სახით, შესაბამისად, საქმის შეწყვეტა სუბიექტურმა ფაქტორმა განაპირობა.
სისხლის სამართლის პასუხისგებას გადარჩენილმა ჩხარტიშვილმა სასამართლო გზით გადაწყვიტა პატარკაციშვილების ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება მიეღო. სწორედ ამიტომ ლონდონის სასამართლოში პატარკაციშვილების საჩივრის განხილვისას ვანო ჩხარტიშვილმა მოსამართლე პიტერ სმიტს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განცხადებით მიმართა. თუმცა სმიტის პასუხი ასეთი იყო:
„2013 წელს ვანოს მხრიდან უკვე იყო მცდელობა, შეეჩერებინა სამართალწარმოება ამ იურისდიქციის ფარგლებში, რაც მარცხით დასრულდა… ვანომ დაბრკოლებები შეუქმნა საქართველოს მხარეს, როდესაც შეგნებულად დაიწყო სამართალწარმოება მას შემდეგ, რაც ეს პროცესები დაიწყო. ჩემი აზრით, მოკლე ვადაში უნდა იქნას გამოტანილი გადაწყვეტილება, ზემოაღნიშნული ფაქტორები აჩვენებს, რომ რეალურად არაფერი შეცვლილა სასამართლოს შემდეგ და პრობლემები, უბრალოდ, წარმოიშვა პარალელური სამართალწარმოების მიზეზით, რომელიც მთლიანად ვანოს ბრალი და გადაწყვეტილებაა”.
მას შემდეგ, რაც ლონდონის სასამართლომ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა, რომ ჩხარტიშვილმა კომპანიების – ,,ბლუ ტროპიკისა” და ,,კოპელას” აქტივები მიითვისა, ეს კომპანიები დაზარალებულად ცნო, ხოლო ჩხარტიშვილს მატერიალური ზარალის ანაზღაურება დააკისრა, ავტომატურად კითხვებს აჩენს საქართველოში მანამდე წარმოებული პროცესების ობიექტურობაზე“, – წერს გაზეთი ,,ალია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები