გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

10 მაისს, 18:00 საათზე, „თი-ბი-სი გალერეისა“ და გამომცემლობა „ინტელექტის“ მხარდაჭერით გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნის, „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ავტორი მკითხველს თავად წარუდგენს.
გელა ჩარკვიანი წიგნში გულწრფელად გვიყვება ისტორიებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს. ავტორი პროფესიონალის გამოცდილებასაც გვიზიარებს, რაც წიგნს განსაკუთრებულად ღირებულს ხდის. პრეზენტაციას „ნაცნობ ქიმერათა ფერხულის“ პერსონაჟებიც დაესწრებიან და მკითხველებს საკუთარ ისტორიებს გააცნობენ. „თი-ბი-სი გალერეაში“ მოსულ სტუმრებს გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები