უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მიცემას ითხოვს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიცემას ითხოვს იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა.
როგორც რადიო „თავისუფლება“ იუწყება, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი. „როდესაც მე ვამბობ: „დაუყოვნებლივ“, სწორედ ამასვე ვგულისხმობ. არ მაქვს მხედველობაში ინსტიტუციონალური კუთხე, არამედ ის, რომ ვამბობ – დაუყოვნებლივ. უკრაინამ და საქართველომ შეასრულეს ყველა მოთხოვნა და ამიტომ უვიზო რეჟიმი მათ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეცეთ“, – განაცხადა სიიატრომ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, ვიშეგრადისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.