ჯაკარტის აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავის მგზავრებმა ტურბულენტობის გამო ტრავმები მიიღეს

30-მა ადამიანმა ტრავმები მიიღო ძლიერი ტურბულენტობის გამო, რომელშიც ჯაკარტის აეროპორტში დაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე ავიაკომპანია Etihad Airways-ის თვითმფრინავი მოხვდა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, აეროპორტში დაფრენის შემდეგ 9 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო 22-ს დახმარება პირდაპირ აეროპორტში აღმოუჩინეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ტურბულენტობის გამო დაზიანება თვითმფრინავმაც მიიღო, თუმცა რა დაზიანებაზეა საუბარი, არ კონკრეტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები