ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან 40 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა.
როგორც “კვირას“ ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა მინდია კახიძემ განუცხადა, სასწრაფო ბრიგადა შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან მალევე მივიდა, თუმცა მათ მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც სამშენებლო საქმიანობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები