გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ავღანეთში ჰოსპიტალის დაბომბვის გამო ბოდიში მოიხადა
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მიშელ სისონმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ავღანეთის ქალაქ კუნდუზში საავადმყოფოზე ავიადარტყმის გამო ბოდიში მოიხადა. „შეერთებული შტატები ორგანიზაციის „ექიმები საზღრებს მიღმა“ ჰოსპიტალზე ტრაგიკული შეტევის გამო ბოდიშს იხდიან“, – განაცხადა დიპლომატმა.
მან დაამატა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი უკვე გამოუცხადა.
„ეს ტრაგედია იყო ადამიანური ფაქტორის და სისტემური პროცედურული დარღვევების შედეგი. აშშ-ის შეიარაღებული ძალები ამ ინციდენტიდან დასკვნებს გამოიტანენ. შეისწავლიან, რა იყო გაკეთებული არასწორად და ყველა აუცილებელ ზომას მიიღებენ მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა სისონმა.
უშიშროების საბჭოს სხდომას ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს მიღმა“ პრეზიდენტი ჯოანა ლიუ ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩის ბოდიში ცნობად მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა თვითმფრინავმა ქუნდუზში სამხედრო ჰოსპიტალი გასული წლის ოქტომბერში დაბომბა. შეტევის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ექიმი და სამი ბავშვი.