უკრაინის პატრიარქმა ჟიტომირში ქართული ტაძარი აკურთხა

უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა ქალაქ ჟიტომირში ქართული ტაძარი აკურთხა. ცერემონიაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის სასულიერო პირები და მრევლი. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, წმინდა გიორგის ტაძარი – პირველი ტაძარია უკრაინაში, რომელიც ქართული გუმბათოვანი ეკლესიის სტილშია აგებული. ის ადგილობრვი ბიზნესმენის და მეცენატის თანხებით აშენდა, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება. წმინდა გიორგის ტაძრის შესასვლელთან უკრაინის პატრიარქს ღონისძიების მონაწილეები შეხვდნენ, რომლებსაც ქართული და უკრაინული დროშები ეჭირათ. ტაძრის კურთხევის შემდეგ საღმრთო ლიტურგია გაიმართა.
13152680_10205927145129374_1076069846_n 13180938_10205927145209376_1143554527_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები