Bellingcat-მა რუსული საზენიტო კომპლექსის ნომერი დაადგინა, რომლითაც მალაიზიური „ბოინგი“ ჩამოაგდეს

გამომძიებელთა საერთაშორისო ჯგუფმა Bellingcat-მა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „ბუკის“ ზუსტი ნომერი დაადგინა, რომლითაც 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში სამგზავრო „ბოინგი“ ჩამოაგდეს.
მალაიზიური თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, 17 და 18 ივლისს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ფოტოზე და ვიდეოზე თვითმავალი საზენიტო დანადგარი „ბუკი“ დააფიქსირეს, რომლის ნომერია 332 და რომელიც რუსეთის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის შემადგენლობაში შედის. ეს ბრიგადა ქალაქ კურსკში იყო დისლოცირებული. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ეს „ბუკი“ ქალაქის ცენტრისკენ, საიდანაც, ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს შეფასებით, ეს რაკეტა გაუშვეს. თავის მხრივ, რუსეთი МН17-ის რეისის ტრაგედიასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოვარდნის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები