გორბაჩოვი: რუსეთსა და ევროპას შორის დაძაბულობა შესაძლოა, ბირთვული ომით დასრულდეს
უკრაინის კრიზისის გამო რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობამ შესაძლოა, მსხვილ კონფლიქტამდე და ბირთვულ ომამდეც კი მიგვიყვანოს. ამის შესახებ საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ს განუცხადა.
„ასეთი სახის ომი გარდაუვლად ბირთვულ ომამდე მიგვიყვანს“, – ამბობს გორბაჩოვი.
მისივე თქმით, ბირთვული ომი უახლოეს წლებში დაიწყება, თუ ვინმე ამ „გადაცხელებულ“ სიტუაციაში ვეღარ მოითმენს. „მე ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობ. მე ძალიან შეშფოთებული ვარ“, – აღნიშნა გორბაჩოვმა.
მისივე მოსაზრებით, გერმანიას ყველა სიტუაციაში სურს ჩარევა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გორბაჩოვმა რუსეთის და დასავლეთის ურთიერთობებში დაძაბულობის შესახებ უკვე განაცხადა. „როსიისკაია გაზეტასთვის“ მომზადებულ სტატიაში გორბაჩოვი რუსეთის და დასავლეთის ურთიერთობების „გალღვავებისკენ“ მოუწოდებს. გორბაჩოვმა გააკრიტიკა ასევე აშშ „ტრიუმფალიზმისთვის“, რომელსაც მსოფლიო „ცივი ომისკენ მიჰყავს“.