ალეპოში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა
სირიის ქალაქ ალეპოში მომხდარ ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა. სირიის მედიის ცნობით, ქალაქში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დაღუპულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. აფეთქება ოპოზიციის მიერ კონტროლირებად რაიონში მოხდა. როგორც მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, სირიაში ამჟამად „სიჩუმის რეჟიმი“ მოქმედებს, თუმცა დაპირისპირებული მხარეები მისი რეგულარული დარღვევის შესახებ აცხადებენ.