მოლდავეთში ამერიკულ–მოლდავური სამხედრო წვრთნები გაიმართება

200–მდე ამერიკელი სამხედრო მოლდავეთში ჩავიდა, სადაც 3–დან 20 მაისამდე სამხედრო წვრთნები Dragon Pioneer-2016 გაიმართება. მოლდავეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში 165 მოლდაველი სამხედროც მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები ნატოს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში იმართება, რომელშიც მოლდავეთი 1994 წლიდან მონაწილეობს. წვრთნების დროს სამხედროები საფორტიფიკაციო ნაგებობებს შექმნიან, ასევე დაბრკოლებების გადალახვაში, დაჭრილების ევაკუაციაში და სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ივარჯიშებენ. მოლდავეთის პრორუსული პარტიები წვრთნების დროს საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები