ბაღდადში ტერაქტს სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის თაობაზე „ბი–ბი–სი“ იუწყება. ამასთანავე, „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, დაიღუპა 13 ადამიანი და 28 დაიჭრა.  „ფრანს-პრესის“ ცნობით, თავდასხმა შიიტ მომლოცველებზე მოხდა. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. გასული კვირას ბაღდადში ავტომობილის აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აპრილის დასაწყისიდან ბაღდადში ტერაქტებს უკვე 50–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები