ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაური კიბერუსაფრთხოების ბიუროს ეწვია

კიბერუსაფრთხოების ბიუროს ლატვიის რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალი ლეონიდს კალნინსი და საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე ესტუმრნენ.
შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოს კიბერსივრცის არქიტექტურისა და ბიუროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ სტუმრებს ბიუროს სამომავლო მიზნებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურმა ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგიერების ჯგუფი მოინახულა და ბიუროს კიბერშესაძლებლობებს გაეცნო.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიბერრეზერვის პროექტი და ნატოს წევრი ქვეყნებისათვის გამართულ სავარჯიშოებში ბიუროს თანამშრომლების ლატვიის გუნდში მონაწილეობის შესაძლებლობა განიხილეს.
ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურის ვიზიტი საქართველოსა და ლატვიას შესაბამის სტრუქტურებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. ლატვია-საქართველოს ურთიერთობას კიბერთავდაცვის სფეროში გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ლატვიაში ვიზიტისას ჩაეყარა საფუძველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები