შსს-ს სასაზღვრო პოლიციას მოსწავლეები ეწვივნენ

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი), საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის №8 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები მოსწავლეებს მესაზღვრის პროფესიის შესახებ ესაუბრნენ და საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნეს. მოზარდებმა მესაზღვრეთა პირადი შეიარაღება, ტრანსპორტი, სახმელეთო საზღვრის ზოლი და სათვალთვალო კოშკურა დაათვალიერეს. სტუმრებმა ასევე მოინახულეს კინოლოგიური სამსახური.
პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა, მართლწესრიგის საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდა და მოსწავლეებში სამართალდამცავი უწყების მუშაობის შესახებ რეალური წარმოდგენის შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები