დემურ გიორხელიძე – ლარის გამყარება ეკონომიკური აქტივების შემცირების ხარჯზე ხდება

ექსპერტი ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ამ ბოლო პერიოდში ლარის გამყარება ეკონომიკური აქტივების შემცირების ხარჯზე ხდება. მისი განცხადებით, მოსახლეობის შემოსავალი იკლებს, რაც პირდაპირ ისახება მათ გადახდის უნარიანობაზე.
„მთავარია, ნელ -ნელა, სტაბილურ ვალუტამდე მივიდეთ, რომელიც ახლა მეტ- ნაკლები ამპლიტუდით ირხევა. რაც მთავარია, იქნებ ამასობაში ჩამოყალიბდეს პოლიტიკა, რადგან იმ გზით, რასაც ახლა მთავრობა და ეროვნული ბანკი აკეთებს, ქართული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობა არ არის. არ შეიძლება 5- მილიარდიანი ფულის მასით გინდოდეს დიდი ეკონომიკის მიღება“,- განაცხადა გიორხელიძემ.
დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას გიორხელიძემ ისიც განცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლარი დოლართან მიმართებაში 2 ნიშნულამდე დაიწევს, ყველაფერს ლგიკური ახსნა-განმარტება უნდა ჰქონდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები