დემურ გიორხელიძე: არჩევნები ელემენტარული პროცედურაა, რომელიც ამდენ ყაყანს არ მოითხოვს

ექსპერტი ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მიუღებელია. შეკითხვაზე, რამდენად იმოქმედებს ლარის გამყარებაზე ან კიდევ გაუფასურებაზე ზაფხულის სეზონი, გიორხელიძემ განაცხადა, რომ ზაფულის სეზონი არა, მაგრამ წინასაარჩევნო განწყობა და ის, თუ როგორ განვითარდება წინასაარჩევნო კამპანია, ამ პროცესზე ნამდვილად იმოქმედებს.
„დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ ისევ 90 – იანი წლების სინდრომი გვაქვს. ქვეყანა ვერ გადადის სტაბილურ რეჟიმზე. არჩევნები არ არის ის, რაც დღეს ხდება საქართველოში. ნორმალურ ქვეყანაში არჩევნები უნდა იყოს კადრების როტაცია და მეტი არაფერი. ეს არის ელემენტარული პროცედურა, რომელიც ამდენ ყაყანს არ მოითხოვს. ადამიანები მიდიან, საარჩევნო ბიულეტენს აგდებენ, უფლებამოსილი პირები ამას ითვლიან და შემდეგ აცხადებენ. საარჩევნო კანონმდებლობა არა მხოლოდ კანონის, არამედ კონსენსუსის შედეგია. 25 წელი ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელი ადამიანები ვერ შეთანხმდნენ, გააყალბებდნენ თუ არა არჩევნებს და ჩვენც ასეთ მარაზმულ მდგომარეობაში ვართ“,- განაცხადა გიორხელიძემ პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები