სამართალდამცველებმა მძღოლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის სამართალდამცველებმა მძღოლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს.
ავტობუსების მძღოლებს გადაკეტილი ჰქონდათ გზა და კომპანია „მეტროს“ ავტობუსს მარშუტზე გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად აქციის მონაწილეებს გზა გაახსნევინეს, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისთვის ერთი პირი დააკავეს.
ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები, ქართული ბაზრიდან კომპანია „მეტროს“ გასვლის მოთხოვნით, ორთაჭალის ავტოსადგურში საპროტესტო აქციას მართავენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები