„წინა ხელისუფლების დროს არაადამიანური წამება ციხეში, სისტემის ნაწილი იყო და არა გამონაკლისი“

„წინა ხელისუფლების დროს არაადამიანური წამება ციხეში, სისტემის ნაწილი იყო და არა გამონაკლისი“, – აღნიშნული განცხადება ციხის ბუნტის საქმეზე გასამართლებული ლევან ცინდელიანის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა დღეს „კვირაში“ სტუმრობისას გააკეთა, სადაც ყოფილი პატიმარი ციხის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა.
აღსნიშნავია, რომ ადვოკატმა საქმის გამოძიებისათვის, საქმეში ახალი დეტალების არსებობის საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„სამართლებრივად ძნელია ამ ყველაფრის უკან დატრიალება, რადგან ეს ადამიანები უკვე გასამართლდნენ და მიიღეს სასჯელი მსუბუქი მუხლებით. სამართლებრივად თუ ახალი გარემოება არ არის, ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველიც არ არსებობს, განცხადებით, რა თქმა უნდა, მიმართავს, მაგრამ უნდა იყოს კონკრეტული სიახლე“,- განაცხადა ადვოკატმა.
ნიკოლეიშვილმა წინა ხელისუფლების დროს, ციხეში არსებული მძიმე ვითარება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ საქმე აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს ახალი მუხლით და დამნაშავეებიც შესაბამისად უნდა დაისაჯონ.
„წინა ხელისუფლების დროს ასეთი მეთოდებით ხდებოდა იმ წესრიგის და ე.წ დემოკრატიის დამყარება, რომელსაც ასე მისტირიან დღეს ზოგიერთი და მათ შორის ის უცხოელებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ 9 წლის მანძილზე დემოკრატია ყვაოდა და ახლა გაუარესდა ვითარება. ეს წამების არაადამიანური ფორმები, სისტემის ნაწილი იყო და არა გამონაკლისი“,- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები