ნანა კაკაბაძე – ხელისუფლების არასწორმა მიდგომამ წინა ხელისუფლების მიმართ ადამიანები დააზარალა

ახლანდელი ხელისუფლების არასწორმა მიდგომამ წინა წელისუფლების მიმართ სხვა ადამიანები დააზარალა, – აღნიშნული განცხადება “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას გააკეთა, სადაც ბუნტის საქმეზე გასამართლებული ყოფილი პატიმარი ლევან ცინდელიანი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა.
კაკაბაძის განცხადებით, ბუნტის საქმე ხელმეორედ უნდა გადაიხედოს და დამნაშავეების მიმართ ადეკვატური სასჯელი უნდა გამოიტანონ.
„ხელისუფლების არასწორმა მიდგომამ წინა ხელისუფლების მიმართ გამოიწვია სხვა ადამიანების დაზარალება, კონკრეტულად კი იმ ადამიანებისა, რომელთა უფლებებიც ამ პერიოდში უხეშად ილახებოდა. ლევან ცინდელიანი არის ბუნტის დროს დაზარალებული ადამიანი. 5 ოპერაცია გაუკეთდა. ჩასატარებელი აქვს კიდევ სხვა ოპერაციაც, მაგრამ სასამართლოს მხრიდან მისი ადეკვატური ანაზღაურება და კომპენსაცია არ მოხდა.
ბუნტის საქმეზე გასამართლებულ პირებს შორის ერთ-ერთი ბაჩო ახალაიაა, მას მაქსიმუმ 4 წელიწად-ნახევარი აქვს მისჯილი, რაც გულსხმობს იმას, რომ ის გასამართლებულია მსუბუქი სასჯელით. ნაწილი იმ ადამიანებისა, გარეთ არის. ხდება ისიც, რომ ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ დღეს არა მარტო ეს უსამართლობა გამოიწვია, არამედ მათ მიერ დაზარალებული ადამიანები აღმოჩნდნენ დაუცველები და მათი უფლებებიც შელახული აღმოჩნდა. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ მოხდეს საქმის ხელახალი აღძვრა. ბუნტის დროს 7 ადამიანი გარდაიცვალა, ასობით ადამიანი კი დაზარალდა და ამ სისხლის სამართლის საქმის უკან დგანან არა მხოლოდ ისინი, ვინც ადეკვატურად უნდა დაისაჯონ, არამედ ისინიც, ვინც დაზარალდნენ და ვინც ელოდება სასამართლოს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ჩვენ მივმართოთ პროკურატურას, რომ რეალური მუხლით აღიძრას საქმე ბაჩა ახალაიას და სხვათა მიმართ, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული და დადგეს განაჩენი არა მსუბუქი, არამედ მძიმე მუხლით, იმიტომ რომ ამ ბუნტს მძიმე შედეგები მოჰყვა“,- განაცხადა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები