ციხის ბუნტზე გასამართლებული პატიმარი პროკურატურას საქმის ხელახალ გამოძიებას სთხოვს

2006 წელს მომხდარი ციხის ბუნტის საქმეზე გასამართლებული, ყოფილი პატიმარი ლევან ცინდელიანი პროკურატურას საქმის ხელახალ გამოძიებას სთხოვს. მისი განმარტებით, ბუნტში ბრალდებული ადამიანები ,მათ შორის ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა „ლაითად“ გაასამართლდნენ, რის გამოც პროკურატურამ ეს საქმე თავიდან უნდა შეისწავლოს.
დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ცინდლიანმა წინა ხელისუფლების დროს, ციხეში ყოფნის დროს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, ის როგორც ბუნტის ერთ-ერთი მონაწილე ყოველგვარი ნივთმტკიცებულებების გარეშე გაასამართლეს. ბუნტის საქმეში მონაწილე მაღალჩინოსნები კი აღიარებას მისგან ფიზიკური და მორალური ზეწოლის მეშვეობით ითხოვდნენ.
„ახალაია, ჭაკუა, ქარდავა აღიარებას მთხოვენ, თითქოსდა, ბუნტის ორგანიზატორებმა ჩვენ პატიმრებმა გავაკეთეთ. თითქოს ჩვენ დავგეგმეთ ბუნტი და ჩვენ მოვუწოდებდით მათ ხმაურისკენ. ისინი ყველანაირ ფორმას მიმართავდნენ: ცემას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიური ზეწოლას, ასევე ოჯახის წევრების დაკავებას და დაშინებას. ციხეში პირობები ძალიან მძიმე იყო. როდესაც სახალხო დამცველის წამრომადგენლები ე.წ რეზბალნიცაზე მოვიდნენ, მე წყალიც კი არ მქონდა”,- განაცხადა ცინდელიანმა.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი პატიმარი კომპენსაციასაც ითხოვს, რადგანაც, მისი განმარტებით, ციხეში ყოფნის შემდეგ ჯანმრთლობის გაუარესების და მრავალჯერადი დაზიანებების გამო რამდნიემე ოპერაციის გაკეთება მოუხდა. თითო ოპერაცია დაახლოებით 7 ათასი ლარი ჯდება, სახელმწიფოს კი მხოლოდ 2 ათასი ლარის უზრუნველყოფა შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები