ლეონიდ ჩერნოვეცკი დავით უსუფაშვილს მიმართავს

პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ღია წერილით მიმართავს და სხვადასხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე პარლამენტში ღია მოსმენების ჩატარებას სთავაზობს.
„პატივცემულო ბატონო დავით, როგორც იცით, უკრაინის უმაღლეს რადაში სახალხო დეპუტატად სამჯერ ვიყავი არჩეული და საპარლამენტო ტრადიციებში კარგად ვერკვევი. მათ შორის ერთ–ერთი მოქალაქეებისთვის უმნიშნელოვანეს ტრადიციას წარმოადგენს. ეს ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემების განსახილველად საპარლამენტო მოსმენების გამართვაა. ასეთ პრობლემებად კი მე ვხედავ: უმუშევრობას, სოციალურად დაუცველი პირების ღირსეულ უზრუნველყოფას, სოფლის და მთიანი რეგიონების მაცხოვრებლების ცხოვრების დონის ამაღლებას, სტუდენტებთან დაკავშირებული პრობლემები და ბევრი სხვა.
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე იწვევს ყველა დეპუტატს და მსხვილი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის საკუთარ ხედვას წარმოადგენენ. იმ შემთხვევაში თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დამაჯერებლები იყვნენ, რადის სპიკერს და ფრაქციების, კომიტეტების ხელმძღვანელებს კონტროლზე აყავთ ამა თუ იმ კანონის შემუშავება. ეს ყველაფერი გადაიცემა ცენტრალური ტელევიზიებით და ამ ფორმით წყდება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები. ამ გზით ქართველი დეპუტატებიც მიიღებენ მეტ ინფორმაციას მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რაც მათი საქმიანობის სწორად და ეფექტურად წარმართვას ხელს შეუწყობს.
ჩემი წინადადება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან არანაირი დამატებითი ხარჯების გამოყოფას და მხოლოდ დემოკრატიის გაძლიერებას და ქვეყნის წინსვლას ემსახურება!“ – აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები