სამგორის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, სამგორის ქუჩაზე ხანძრის შედეგად იტალიური ეზოს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა და სახლის 150 კვ. მ. ფართობი განადგურდა. დაშავებულები არ არიან.
შემთხვევის ადგილზე ცეცხლს 10 სახანძრო ბრიგადა ებრძოდა. ამ დროისათვის მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები