თურქეთში პროსტიტუციაში ეჭვმიტანილი 13 ქალი დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა

თურქეთში ქალაქ ბოდრუმში ჩატარებული რეიდის დროს პროსტიტუციაში ეჭვმიტანილი 13 ქალი დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 11 დაკავებული ყირგიზეთიდანაა, კიდევ ერთი კი – უზბეკეთიდან. ერთ-ერთმა ქალმა, რომლის სახელს თურქული მედიასაშუალებები არ ასაჯაროებენ, განაცხადა, რომ მას და სხვა ქალებს პასპორტები ჩამოართვეს და პროსტიტუციაში ჩართვა აიძულეს.
ყველა მათგანი საიმიგრაციო სამსახურს დეპორტაციისთვის გადასცეს. ამას გარდა, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ერთი მამაკაცი.
თურქეთის პოლიცია აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები