„რატომ მოხდა, ჩემს დაუკითხავად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩემი გაწევრიანება პარტიაში“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ამირან ლაგვილავა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს.როგორც ლაგვილავა აცხადებს, მას “ნაციონალურ მოძრაობისთვის“ პარტიაში გაწევრიანების თხოვნით არ მიუმართავს.
ლაგვილავა მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ, რატომ მოხდა მის დაუკითხავად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩემი გაწევრიანება პარტიაში.
„მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ, თუ რატომ მოხდა ჩემს დაუკითხავად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩემი გაწევრიანება პარტიაში. მე ამირან ლაგვილავას, არ მიმიმართავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ წერილობით ან ზეპირად პარტიაში გაწევრიანების თაობაზე. დაირღვა ჩემი უფლებები, მოხდა ჩემი გაწევრიანება ჩემს დაუკითხავად. ამავდროულად, ჩემი თანხმობის გარეშე გამოყენებულ იქნა ჩემი პირადი მონაცემები (პირადი ნომერი). მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოიძიონ ეს საქმე და დაისაჯონ ის პირები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. ჩემს მსგავსად, ამ პრობლემის წინაშე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, როგორც ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ წევრების სიმრავლის გამო მოქალაქეებს დაუკითხავად აწევრიანებდა პარტიაში“, – აცხადებს ამირან ლაგვილავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები