მანანა კობახიძეს იმედი აქვს, რომ ვახტანგ გომელაურს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოუსმენს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იმედოვნებს, რომ ვახტანგ გომელაურს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოუსმენს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური თავდაპირველად აშშ-ში ვიზიტს გეგმავს, თუმცა აქვს მეორე მივლინებაც.
„ჩვენ გვინდა, რომ მაისში განვიხილოთ ყველა ის ანგარიში, რომელიც არის დღის წესრიგში და მოგვყვება მთელი ეს პერიოდი. შესაძლებელია, ამისთვის მთელი ერთი სასესიო კვირაც კი დაგვჭირდეს, რომ ყველა ანგარიში მოვისმინოთ. მე იმედი მაქვს, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხერხდება არა მხოლოდ სუს-ის ხელძღვანელის ანგარიშის მოსმენა, არამედ სხვა ანგარიშებისაც“, – განაცხადა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ სუს-ის ხელმძღვანელის გარდა, პარლამენტი პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის მოსმენასაც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები