ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის დაკავების დეტალებზე საუბრობს

ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე გამგებლის დაკავების დეტალებზე საუბრობს. მისი განცხადებით, დღეს ბაღდათის გამგებელთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მისი ინფორმაციით, ორმა პოლიციელმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი შენობიდან გაიყვანა.
„გამგებელთან იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, მე ვეცადე მათ შეხვედრას დავსწრებოდი, თუმცა არ დამიშვეს. რამდენიმე ხნის შემდეგ კი გამგებელი ორ პოლიციელთან ერთად გამოიყვანეს და წავიდნენ. ვერ გეტყვით, რაზე დააკავეს. სავარაუდოდ, საუბარია ზედა დიმი-საკრაულას გზის დაგებასთან დაკავშირებით, სადაც, სავარაუდოდ, თანხების არასწორად გადარიცხვას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა გრიგოლ მაჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით ამ წუთებში სუს-ში ბრიფინგი იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები