თელავში ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი გაიხსნა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტი ,,მიმინო“ ოფიციალურად გაიხსნა და მას ერეკლე II-ის სახელი მიენიჭა. აეროპორტს ერთდროულად 20 მცირე ზომის თვითმფრინავის მიღება შეუძლია. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის, სერგო ტეფნაძის განცხადებით, თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით.
მისივე თქმით, აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის, საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას აეროპორტში გაივლიან. ტეფნაძის თქმითვე, თელავის აეროდრომს დაინტერესების შემთხვევაში საერთაშორისო რეისების მიღებაც შეუძლია.
აეროპორტის გახსნას კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მედიის წარმომადგენლებისთვის საჩვენებელი ფრენებიც განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები