ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ ეპარქია დატოვა

ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ ეპარქია დატოვა. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრობიდან გათავისუფლების თხოვნით, მიტროპოლიტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიმართა. თუ რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. ამ დრომდე კომენტარი არც საპატრიარქოს მხრიდან გაკეთებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ეპარქიას პატრიარქიას დროებით ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ სერაფიმე ჯოჯუა ბორჯომის ეპარქიას 21 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები