26 და 27 აპრილს შსს პოლიციის აკადემიაში „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ ტრენინგს გამართავს

26 და 27 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ტრენინგს გამართავს – “უსაფრთხოების სექტორში გენდეული თანასწორობის და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირება”.
როგორც „კვირას“ ქალთა საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ტრენინგი მიზნად ისახავს გენდერული პრინციპების ინტეგრირების ხელშეწყობას და უწყებაში მომუშავე პირების ცნობიერების ამაღლებას გენდერულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ტარდება პროექტის – „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში.
პროექტს „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის“, „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ახორციელებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო ეროვნული სამოქმედო გეგმის, გაეროს #1325 რეზოლუციის იმპლიმენტაციის პროცესს, ასევე სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კოორდინაციას.
რათა აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება ქალთა როლის შესახზებ კონფლიქტის პრევენციის პროცესში, გაზარდოს კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების წვდომა განათლებაზე და მოახდინოს მათი ეკონომიკური გაძლიერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები