პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კიბერუსაფრთხოების ბიურომ საქართველოს პარლამენტის აპარატში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ მსმენელებს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ბიუროს საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.
ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს წარმომადგენლებმა კი საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელებს კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები გააცნეს და უსაფრთხოების მინიმალური ნორმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები