ფსიქოტროპული მედიკამენტის უკანონო შემოტანის ფაქტზე მებაჟე ოფიცრებმა 4 ფაქტი აღკვეთეს

4 დღის განმავლობაში მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული მედიკამენტის უკანონო შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადევბაში წერია, 20 აპრილს საბაჟო- გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქე ს.ა.-ს, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 448 აბი Lyrica აღმოუჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებას.
ამავე განცხადების თანახმად, 168 კაფსულა LIRICA აღმოაჩნდა 21 აპრილს, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „სარფი“ აზერბაიჯანის მოქალაქე პ.ვ.-ს.
მის საქმეს საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილება შეისწავლის.
ამავე მედიკამენტის უკანონო შემოტანას შეეცადა 22 აპრილს, საბაჟო – გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ გავლით, საბერძნეთის მოქალაქე ი.მ., რომლის კუთვნილ ხელბარგში, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 39 აბი არადეკლარირებული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ყაზბეგის კრიმინალურ პოლიციას.
23 აპრილს კი, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „ლაგოდეხი“ რუსეთის მოქალაქე ა.ა.-ის ხელბარგში 44 აბი LIRICA აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ლაგოდეხის შსს რაიონულ სამმართველოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები