ეს არის მთელი მოსამართლეთა კორპუსის დისკრედიტაციის მცდელობა – ევა გოცირიძე არასამთავრობოებს აკრიტიკებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ევა გოცირიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ გადაღებული კლიპის გამო გააკრიტიკა. მისი შეფასებით, კლიპში წარმოდგენილი დებულებები წარმოადგენს მოსამართლეთა კორპუსის დისკრედიტაციის მცდელობას.
„არ მინდა მხედველობიდან გამომრჩეს ის კლიპი, რომელიც თქვენ გადაიღეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ. აქ გვხვდება ასეთი წინადადებები: „იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებმა იმ წევრებით დააკომპლექტეს, რომლებიც წლების განმავლობაში პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ”. ”იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გარიგებების გზით დაიწყო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა“.
მე არ მგონია, რომ ეს დებულებები იყოს მართებული და არც ის მგონია, რომ ამ დებულებების გავრცელება კლიპების საშუალებით იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მიმართულება. ეს არის მთელი მოსამართლეთა კორპუსის დისკრედიტაციის მცდელობა და ჩვენ მიმართ ბრალდება, რომ გარიგებებით ვახორციელებთ მოსამართლეთა დანიშვნას, არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულებაა“, – განაცხადა ევა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები