ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში – რატომ ჩავარდა ჩაქვის სანაპიროს იჯარით გასხვისების საკითხი (ვიდეო)

დაბა ჩაქვის სანაპირო შპს “სასტუმრო ოაზისს” 20-წლიანი იჯარით აღარ გადაეცემა. საკითხი ქობულეთის საკრებულოს დღეს უნდა განეხილა, თუმცა დაპირისპირების გამო საკითხი დღის წესრიგიდან დეპუტატებმა ამოიღეს. სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარეს, სულხან ოქროპირიძესა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს შორის მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აჭარის მთავრობა დაბა ჩაქვის სანაპირო ზოლის 20 წლის ვადით, იჯარით გაცემას შპს „სასტუმრო ოაზისზე” გეგმავდა, კომპანიას სანაპიროზე სასეირნო ბილიკები, კაფეები და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყო. მიწის ნაკვეთის კომპანიისთვის გადაცემა გუშინ ჩაქვის მოსახლეობამ გააპროტესტა.
ადგილობრივები ამბობდნენ, რომ 80 ოჯახი სანაპირო ზოლით ვერ ისარგებლებდა და ვეღარც ტურისტებს მიიღებდნენ, იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორია კერძო კომპანიას გადაეცემოდა.
საკითხის განხილვას ქობულეთის საკრებულო მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც “სასტუმრო ოაზისის” მენეჯმენტსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკება შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები