ლევან მურუსიძე: მეც მაქვს ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი აქ არ ითქმება

არ გვინდა აგრესიული ტონი, თორემ მეც მაქვს ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი აქ არ ითქმება. მეც მაქვს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ვის უკან, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომელიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობას ეხებოდა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის შენიშვნას, თუ რატომ გამოქვეყნდა მხოლოდ ლევან მურუსიძესთან გასაუბრების ამსახველი მასალა და არა მოსამართლეობის სხვა კანდიდატების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნმა უპასუხა, რომ ”ამაზე თანხმობა თავად გასცა და დაინტერესების შემთხვევაში, სავარაუდოდ, სხვა კანდიდატებიც არ იტყოდნენ უარს”.
მურუსიძემ არასამთავრობო სექტორს მართლმსაჯულების გაუმჯობესების მიზნით შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვისკენ მოუწოდა.
„შევთანხმდეთ და შევხვდეთ, განვიხილოთ ყველა საკითხი. არ გვინდა აგრესიული ტონი, თორემ მეც მაქვს ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი აქ არ ითქმება. მეც მაქვს ინფორმაცია, თუ ვინ ვის უკან დგას, საიდან დაიწყო ყველაფერი, რა და როგორ მოხდა, ვინ დააფინანსა და ა.შ. ამიტომ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. ყველამ ყველაფერი ვიცით, რა ხდება“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები