ექსპრეზიდენტის დაცვის წევრი: ვიზიტებზე, სააკაშვილის პირად მომსახურებაზე თანხებს პრეზიდენტის დავალებით ვხარჯავდი

საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრის, გიორგი ჟოჟონაშვილის ორსაათიანი დაკითხვა დასრულდა. მოწმე ჟოჟონაშვილი თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე დაიკითხა. როგორც მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ვიზიტებზე, სააკაშვილის პირად მომსახურებაზე თანხებს პრეზიდენტის დავალებით ხარჯავდა.
მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, ოთარ ქველიძის მიერ დაევალა საზღვარგარეთ სააკაშვილის ვიზიტების დროს თანხის წაღება, რომელსაც სააკაშვილის მითითებით ხარჯავდა. მოწმის განცხადებით, როდესაც ქველიძის ადგილი თემურ ჯანაშიას დაიკავა, კვლავ აგრძელებდა თანხების ხარჯვას.
“თანხები გადახდილი მაქვს სააკაშვილის სხვადასხვა მომსახურებაში, სხეულის გაჯანსაღების ცენტრში, დერმატოლოგიურ მომსახურებაში, პლასტიკურ ქირურგიაში, სპა სალონში, ველოსიპედების დაქირავებაში და ა. შ.”, – განაცხადა მოწმემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები