ევა გოცირიძე: არასამთავრობო სექტორის შეფასება მეტისმეტად ტენდენციურია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ევა გოცირიძე თვლის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება არის მეტისმეტად ტენდენციური და მრავალ არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს. მისი თქმით, ცუდია, რომ არსებობს სურვილი, რაც შეიძლება ცუდად და ნეგატიურად წარმოჩნდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა.
„ეს შეფასება არის მეტისმეტად ტენდენციური და მრავალ არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს. ჩემი შთაბეჭდილებით, ეს ანგარიში ისეთი ფორმით არის შესრულებული, რომელიც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მძიმე სურათი იყოს წარმოჩენილი საბჭოს საქმიანობის მიმართ. ყველაზე ცუდია, რომ არის სურვილი, რაც შეიძლება ცუდად და ნეგატიურად წარმოჩნდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. ამის მიზეზი რა არის, ძალიან კარგად ვიცით და თავს ნუ მოვიტყუებთ. ეს არ დაწყებულა ახლა – ჩვენ ყველაფერი ვიცით“, – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს დღეს საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის 2015 წლის ანგარიში გააცნო. სხვა ხარვეზებთან ერთად ანგარიშში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები