სამგორის გამგებელს ”მედიატორის” დამფუძნებლის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

სამგორის გამგებელი მამუკა ჩოქური მონიტორინგის ცენტრის ”მედიატორის” დამფუძნებლის, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს, – განცხადება ამის შესახებ ჩოქურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ დღეს პორტალ “კვირაში” სტუმრობისას გააკეთა. ადოკატის განცხადებით, გამგებლის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა პროპაგანდა, რომ მისი საქმიანი რეპუტაცია და სახელი შელახულიყო. ადვოკატი ჩოქურისგან მისი ბრალდებების საჯაროდ მედიის მეშვეობით უარყოფას ითხოვს.
„სამგორის გამგებელი მამუკა ჩოქორი აპირებს, რომ უფლებების დაცვის მიზნით მიმართოს სასამართლოს. მის წინააღმდეგ შეგნებულად ხორციელდება პროპაგანდა, ვითომ და ის კორუმპირებულია და არის ადამიანი, ვინც მის მიერ დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს. ეს ყველაფერი ერთი პირისგან ხდება, ვგულისხმობ ლევან ხაბეიშვილს. თუ მას აქვს ფაქტები, კი, ბატონო, დაგვიმტკიცოს, თუმცა მგონია, რომ ძალიან გაუჭირდება. ლევან ხაბეიშვილი, სამწუხაროდ, ყველანაირ სტანდარტებს და ჩარჩოებს სცდება. ის ბრალს სდებს იმ ადამიანს, რომელსაც მსგავსი არაფერი ჩაუდენია. არ ეშვება ასეთ განცხადებას და განაგრძნობს შეურაცხყოფას და ლახავს პატივსა და ღირსებას, ასევე საქმიან რეპუტაციას“,- განაცხადა კობაიძემ
აღსანიშნავია, რომ ადვოკატი სარჩელის შეტანას მიმდინარე კვირაში გეგმავს, ხაბეიშვილისგან კი მედიის მეშვეობით მისი ბრალდებების უარყოფას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები