ნინო გვენეტაძე: ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური კრიტიკა

ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური კრიტიკა, რომელიც ჩვენ გარკვეულწილად საბჭოს სხდომების ღიაობითა და მონიტორინგის განხორციელების სრული შესაძლებლობით უზრუნველვყავით, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე განაცხადა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეოთხე ანგარიში მოისმინეს.
“მონიტორინგი ხორციელდება მედიის, არასამთავრობო სექტორის, დონორების მხრიდან. საბჭოს წევრები და მე ვიცნობთ ამ ანგარიშს და, ბუნებრივია, გვაქვს პოზიციები იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ვინაიდან ხარისხიანი მართლმსაჯულება ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი გარანტია და ვინ თუ არა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს ხარისხიანი მართლმსაჯულებისთვის სათანადო პირობების შექმნას“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მისივე თქმით, არის დადებითი მითითებიც, რაც ძალიან დიდი სტიმულია საზოგადოებისა და საბჭოსთვის, ასევე ზოგადად იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არასამთავრობო სექტორსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის არსებობს. გვენეტაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავადაც გეგმავს შემაჯამებელი ანგარიშის გამოქვეყნებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები