ანი მიროტაძე: თუ ჩვენს შემადგენლობას გადახედავთ, მიხვდებით, რომ ჩვენ არ გვაქვს ლიდერების პრობლემა

თუ ჩვენს შემადგენლობას გადახედავთ, მიხვდებით, რომ ჩვენ არ გვაქვს ლიდერების და გავლენიანი პოლიტიკოსების პრობლემა, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა და „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ დღეს პორტალ “კვირაში” საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას გააკეთა. მისივე განმარტებით, „ეროვნულ ფორუმს“ ძლიერი ლიდერები ჰყავს და ისინი მანდატისთვის ბრძოლას აპირებენ. თუ ვინ იქნებიან ისინი, ამის დასახელებისგან მიროტაძემ ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
„ ჩვენი მხრიდან წარმოდგენილნი იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, დიახ გიდასტურებთ, რომ იქნება საინტერესო ბრძოლა, განსკუთრებით კი რამდენიმე ოლქში, რადგანაც ჩვენი ძლიერი კანდიდატები აპირებენ, რომ მანდატისთვის იბრძოლონ. არის მონახაზები, მაგრამ დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგანაც როდესაც წარმოადგენთ სიებს, მაშინ ყველა ოლქის შესახებ ცნობილი გახდება. ეს დრო შორს არ არის, რადგანაც არჩევნები სულ მალე ძალიან საინტერესო ფაზაში შევა “,- განაცხადა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები