„ჩვენ ვფიქრობთ რისკებზე, მაგრამ ამ რისკებში “ეროვნული ფორუმის” მიერ ბარიერის ვერგადალახვის საკითხი არ შედის“

ჩვენ ვფიქრობთ რისკებზე, მაგრამ ამ რისკებში არ შედის „ეროვნული ფორუმის“ მიერ ბარიერის ვერგადალახვის საკითხი, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მიროტაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რატომ ვერ მოხვდა „ეროვნული ფორუმი“ ამ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებში. მიროტაძე დარწმუნებულია, რომ მომავალ კვლევებში „ეროვნული ფორუმი“ აუცილებლად იქნება წარმოდგენილი და ის რეიტინგი ექნება, რაც პარტიას აქვს.
” IRI-სა და NDI-ს ბოლო კვლევებში „ეროვნული ფორუმი“ არ არის დაფიქსირებული, რადგან იმ დროისთვის, ჩვენ არ ვიყავით წარმოდგენილი დამოუკიდებელ სუბიექტად. დარწმუნებული ვარ, ამის შემდგომ კვლევაში „ეროვნული ფორუმი“ წარმოდგენილი იქნება და ჩვენი რეიტინგი გაიზომება ისე, როგორც ჩვენ გავქვს მონაცემები. ბარიერის ბრობლემა ჩვენ არ გვაქვს. ვფიქრობთ, არჩევნები იქნება საინტერესო, ვფიქრობთ რისკებზეც, მაგრამ ამ რისკებში „ეროვნული ფორუმის“ ბარიერის ვერგადალახვის საკითხი არ შედის“,- განაცხადა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები