„თეორიული შანსი, რომ 2016 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, არის, მაგრამ ბარიერი მეტი ექნება“

თეორიული შანსი, რომ 2016 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, არის, მაგრამ ბარიერი მეტი ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ეროვნული ფორუმის“ წარმოამდგენელმა, ანი მიროტაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას გააკეთა.
„არ ვიცი, რამდენად მოსწრებადი შეიძლება იყოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, სხვა საკითხია რამდენიმემანდატიანი მაჟორიტარული სისტემა, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს შანსი. ვგულისხმობ იმას, რომ, მაგალითად, ერთ ოლქში, სადაც გაერთიანდება 5 რაიონი, წარმოდგენილი იქნება 7- მანდატიანი მაჟორიტარული სისტემა, იმის მიხედვით, თუ რამდენი ამომრჩეველი იქნება ოლქში. ეს სისტემა ნაკლებად საფუძვლიანი და რეალობასთან ახლოსაა. ის, რომ პროპორციული სისტემით ჩატარდეს 2016 წლის არჩევნები, თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ ბარიერი მეტი ექნება, თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რაღაც მაინც შეიცვლება სასიკეთოდ“,- განაცხადა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები