„საარჩევნო სიის ფორმირებამდე, უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი“

საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. შეკითხვაზე, არის თუ არა უკვე დაკომპლექტებული „ეროვნული ფორუმის“ საარჩევნო სია, მან განაცხადა, რომ ამ ეტაზე ფორუმის წინაშე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას.
„წინა წლების გამოცდილება მაჩვენებს, რომ სიები ხშირ შემთხვევაში დგება ხოლმე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ზოგჯერ რამდენიმე საათით ადრეც კი იცვლება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაველოდებით ბოლო რამდენიმე საათს და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიციები. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეულ მონახაზები, არა მხოლოდ პროპორციულ სიასთან დაკავშირებით, არამედ მაჟორიტატარ კანდიდატებთან დაკავშირებითაც. ამ ეტაპისთვის, არ გეტყვით კი არა, ვერ გეტყვით, ვინ იქნება საარჩევნო სიის მეორე, მესამე, ან მეოთხე წევრი. ეს არის პროცესი და მგონია, რომ სიის ფორმირებამდე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი. მაგალითად, ჩვენი შეთავაზებები და მკაფიო გზავნილები მოსახლეობისთვის. ეს მკაფიო გზავნილები არ უნდა იყოს მხოლოდ დაპირება. ეს გზავნილები გამყარებული უნდა იყოს არგუმენტებით, რომლებიც გარანტიას აძლევს ამომრჩეველს, რომ ჩვენ მათ შევასრულებთ“,- განაცხადა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები